
ავტორი
Front News საქართველო
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 8 ოქტომბერს თბილისში რიგით მესამე არქიტექტურის ბიენალე გაიხსნება და გაგრძელდება 29 ოქტომბრამდე.
მთავარი თემა – “რა იქნება შემდეგ?” სივრცესა და არქიტექტურას ურბანული და სოციალური დროებითობის კონტექსტში იკვლევს.
პროექტი ხელოვანებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მეცნიერებს აერთიანებს. ღონისძიება სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გამოფენას, ინსტალაციას, ღონისძიებას, ვორქშოფს, კინო-ჩვენებასა თუ შეხვედრას შესთავაზებს სტუმრებს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ორ ღონისძიებას უმასპინძლებს: 18 ოქტომბერს წიგნის „C20:წყალტუბოს არქიტექტურის გზამკვლევი“ პრეზენტაციას, 26 ოქტომბერს კი ბიენალეს 2020 წლის კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ფრანგი არქიტექტორის, ჟან ფილიპ ვასალის შეხვედრა გაიმართება.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა. TAB-ის ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. პლატფორმა გამოფენებს, ინსტალაციებს, სივრცით ექსპერიმენტებს, სიმპოზიუმებსა და სხვადასხვა აქტივობას ქმნის. მთავარი თემა, ადგილმდებარეობა და კურატორი ყოველ ღონისძიებაზე ცვალებადია.
პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: www.biennial.ge
თბილისის არქიტექტურის ბიენალე შემოქმედებითი ევროპის თანადაფინანსებით შეიქმნა.
(R)
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს