თიბისის ახალი ინიციატივა: ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში


ავტორი
Front News საქართველო
თიბისის ინიციატივით, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მცხოვრებლები, ახალგაზრდები და ტურისტები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, პირველი ჩვენება უკვე მოეწყო ახალქალაქში. მომდევნო ღია ჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!
თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს