თიბისის ღია კინოჩვენებების სერია სამცხე-ჯავახეთში


ავტორი
Front News საქართველო
თიბისის ინიციატივით გრძელდება ფილმები ღია ჩვენებების სერია. ამჯერად, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, თიბისის ინიციატივით ანიმაციის “სხვა ლეველის ოდისეა“ ჩვენება და მის შემქმნელებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მცხოვრებლები, დამსვენებლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, ფილმის ღია ჩვენებები უკვე მოეწყო ახალქალაქსა და ბორჯომში. მომდევნო ღია კინოჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!
თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს