Logo

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

ბიზნესი-ეკონომიკა
815
Frontnews image description

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და  IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.

 

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. 

 

მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის. 

 

ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა: 

 

მარიამ ბაღათურია

 

ლიზი ნოზაძე

 

ალექსანდრე ხალვაში

 

კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე – თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე – სილქროუდ ჯგუფის არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა – მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.

 

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. 

 

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement