Logo

თიბისის მხარდაჭერით, სლოვენიაში “ბიბლუსი ჯგუფის“ მაღაზია – XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

საზოგადოება
737
Frontnews image description

“ბიბლუსი ჯგუფმა“, სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია – XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.
 

მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში – Citycenter Celje-ში მასპინძლობს.
 

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.
 

“ბიბლუსი ჯგუფი“  სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.
 

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს – „პეპელას“ და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს – „მულტის“ და კაფეების ქსელს – „პიატოს“. ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები