Logo

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა

ბიზნესი-ეკონომიკა
767
Frontnews image description

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი აქცენტი Heart of Agile იყო — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

 

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იყვნენ. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტიამ, თიბისის ეჯაილ მწვრთნელმა, ჯგუფის ლიდერმა გაუზიარა.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონოდათ  დისტანციურად დაესვათ შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორისთვის, მიეღოთ მონაწილეობა ნეთვორქინგში, გაეცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement