თიბისის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
თიბისის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ დაადასტურა, რომ იარაღი, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა, ნამდვილი არ იყო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 29 თებერვალს გაიმართება.
გამოძიების თანახმად, 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და მიიმალა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს