
ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან, თიბისი ბანკის სერვისები ხელმისაწვდომი ხდება ემიგრანტებისთვის.
მხოლოდ ვიდეო ბანკით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შეძლებთ გახდეთ თიბისის ბანკის მომხმარებელი – გახსნათ ანგარიში, ისარგებლოთ პირადი კონსულტანტის მომსახურებით და მართოთ თქვენი ფინანსები დისტანციურად.
სურვილის შემთხვევაში, ემიგრანტებმა ვიდეო ბანკით სარგებლობისთვის უნდა მოგვწერონ თიბისი ბანკის facebook-ის ოფიციალური გვერდის მესენჯერში ან დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 032 227 27 27. მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს ჩაგინიშნავთ ონლაინ შეხვედრას და გამოგიგზავნით ზარის ბმულს.
იმისათვის, რომ გახდეთ თიბისი ბანკის მომხმარებელი დაგჭირდებათ მხოლოდ მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
ვიდეო ბანკის მეშვეობით, მარტივად შეძლებთ გახდეთ თიბისის მომხმარებელი და თავად მართოთ ფინანსები დისტანციურად.
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს