
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში თიბისისა და ამერიკულ უნივერსიტეტ ვებსტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას. უნივერსიტეტთან ერთად თიბისი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს.
ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში. უნივერსიტეტი აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) -ის მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2022 წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.
“ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან. ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ”, — განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტისთვის ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. უნივერსიტეტში მომავალში სხვა პროგრამების დამატებაც იგეგმება. რაც მთავარია, ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილობით გააგრძელონ სწავლა ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით. სწავლის დასრულების შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.
(R)
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს