
ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბრის არჩევნები პარტიული არჩევნები არ არის და მე ვისურვებდი, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ასე შეხედოს და ასე შეაფასოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე მობილიზებული იქნება სადამკვირვებლო მისიაც.
“მთავარია გამარჯვება და ჩვენი კარი ღიაა იმისათვის, რომ ეს გამარჯვება საერთო ძალისხმევით ერთად მოვიპოვოთ, ნამდვილად არ არის 26 ოქტომბრის არჩევნები პარტიული არჩევნები და მე ვისურვებდი, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ასე შეხედოს და ასე შეაფასოს.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალური მობილიზაცია და ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობის ცვლილების საფუძველი 26 ოქტომბერს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს