თინა ბოკუჩავა – ახლა არის გადამწყვეტი მოქმედების დრო თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია, ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, სადაც ის ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა.
“საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა – ან ჩაეფლობა რუსულ ავტორიტარიზმში ან მოემზადება ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა, თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. “ქართული ოცნების” არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის ნებას, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიმართავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრუტალური დარბევებით, მასობრივი დაპატიმრებებით, ცემით და წამებით; რომელსაც პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია, ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ.
საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ნიშნავს:
ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციის უგულებელყოფას, რომელიც მოუწოდებს მის წევრებს არ ცნონ დელეგაციის მანდატი;
საშვის გაცემას რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ რუსეთის ინტერესების მსახურებისთვის;
მოპარული არჩევნების და იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომლის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარებაზეც უარს აცხადებს საერთაშორისო საზოგადოება;
ძალადობის ლეგიტიმაციას და წახალისებას;
ამ ასამბლეისთვის მინიმალური სანდოობის დაკარგვას ქართველი ხალხის თვალში.
მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე 60 დღეა, ქუჩაში აპროტესტებს, უკანონო ნივთიერებებით გაჟღენთილი გაზით იწამლება, ჩვენს ახალგაზრდებს აპატიმრებენ, აქტივისტებს სცემენ და აწამებენ, დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, როდესაც არცერთი მოძალადე პოლიციელი არ დასჯილა, ახლა არის გადამწყვეტი მოქმედების დრო თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა