Logo

თინა ბოკუჩავა – ამ საქმეზეც ივანიშვილი გამოიყენებს მაქსიმალურ სასჯელს პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ

პოლიტიკა
1377
Frontnews image description

ამ საქმეზეც ივანიშვილი გამოიყენებს მაქსიმალურ სასჯელს პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ პუტინის საამებლად, რადგან 2008 წელს მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა 9 წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9 წლიანი აღმშენებლობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე. ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და აქაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს და მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე, როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, რომ უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები