თინა ბოკუჩავა – ამგვარი დოკუმენტების ანულიერება საერთოდ არ ხდება, კობახიძემ მოიგონა ეს რაღაც არარსებული ფორმა

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტების და პოლიტიკური ვალდებულებების ანულირება არ ხდება და ეს ირაკლი კობახიძის მოგონილია.
“დოკუმენტი, რომლის მიღებაშიც უდიდესი ძალისხმევა ჩადეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ცალმხრივად მოახდინეს მისი ანულირება. ანულიერება ამგვარი დოკუმენტების, პოლიტიკური ვალდებულების საერთოდ არ ხდება, ეს პოლიტიკური ვალდებულება ბუნებრივია, გრჩება, მაგრამ კობახიძემ მოიგონა ეს რაღაც არარსებული ფორმა დოკუმენტის ცალმხრივად ანულირების.
პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც შედგა აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ შესვლასთან ერთად ხელმოწერის გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები პარტიაში მიიღება უმრავლესობით, კენჭისყრით, დემოკრატიულად და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ ის, რაც გადაწყვიტა პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობამ. ახლა თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


