თინა ბოკუჩავა – ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ცხრა რეკომენდაცია არ შესრულდება


ავტორი
Front News საქართველო
ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია არ შესრულდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციულ უწყებასთან ინსტიტუციური დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი.
“ანტიკორუფციული კანონი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ შემოიტანა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის არც ცხრა რეკომენდაცია შესრულდება და ბუნებრივია, არც ამის ფარგლებში გაძლიერდება ანტიკორუფციული ბიურო.
მნიშვნელოვანია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ამ უწყების, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს გავაცნობთ წერილობითი ფორმით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში

თინა ბოკუჩავა – ამ ორ კვირაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსი ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ხალხს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო