თინა ბოკუჩავა – ჩემი აზრით, მოლოდინი მოქალაქეებში იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვისმინეთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი აზრით, მოლოდინი საქართველოს მოქალაქეებში იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილისგან მოისმინეს საკმაოდ კარგი შეფასებები.
“დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე – თარიღი, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოიხატა თავისი ნება და დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ეს ისტორიული თარიღი ჩვენი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა.
სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი გზავნილების შეფასებები. მათ შორის იმაზე, რომ აქ მდგომი ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ჩემი აზრით, მოლოდინი საქართველოს მოქალაქეებში იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ.
თუ ბრძოლა უნდა გადავიდეს ახალ ფაზაში, მან უნდა შეიძინოს ახალი ფორმა. ფაქტია, რომ ეს ვერ მოხვდება იმ ფორმატში, რომელიც უკვე რამდენჯერმე დაანონსდა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ხელისუფლებას

სალომე ზურაბიშვილი – მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა ბიძინასთან ერთად, ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე

თინა ბოკუჩავა – სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს