Logo

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, ეუთო/ოდირი საქართველოში უპრეცედენტოდ დიდ მისიას გამოაგზავნის

პოლიტიკა
1360
Frontnews image description

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდზე და საპარლამენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

“ეუთო/ოდირის საჭიროებების შემფასებელი დელეგაციის მიზანია შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება თუ რა ფორმით დააკვირდება არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, იმ შემაძრწუნებელი მოცემულობიდან და ძალადობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, ეუთო/ოდირი საქართველოში უპრეცედენტოდ დიდ მისიას გამოაგზავნის. მნიშვნელოვანია, რომ მისიის გამოგზავნა საქართველოში ადრეულ ეტაპზე მოხდეს, რათა ისინი წინასაარჩევნო პროცესსაც დააკვირდნენ და უზრუნველყონ, არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები