
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.
“ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა. ვისაუბრეთ მოლოდინებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს