თინა ბოკუჩავა – დაუშვებელია ამ არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი


ავტორი
Front News საქართველო
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის, რომ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება
“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის, რომ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან დაუშვებელია ამ არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან, ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია

თინა ბოკუჩავა – რუსული კანონის მიღების შემდეგ შანსი, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, არის ნულის ტოლფასი

თინა ბოკუჩავა – ვდებთ პირობას, რომ კოალიციური ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის