თინა ბოკუჩავა – ეს რეზოლუცია არის იმის საფუძველი, დარწმუნებით ვთქვათ, რომ სანქციების პოლიტიკა გაფართოვდება


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური განაცხადი, ყველა მომდევნო რეზოლუცია უფრო და უფრო მკაცრდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების საკითხიცაა განხილული.
“ყველა მომდევნო რეზოლუცია უფრო და უფრო მკაცრდება და კომისიას, რომელიც არის აღმასრულებელი შტო ევროკავშირის საბჭოსთან ერთად, მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯებისკენ. კონკრეტული შედეგია დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეს რეზოლუცია არის იმის საფუძველი, დარწმუნებით ვთქვათ, რომ სანქციების პოლიტიკა აქ არ გაჩერდება და ის გაფართოვდება.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური განაცხადი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება არ არის, არამედ 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს ევროკომისიისა და ევროსაბჭოსგან. ეს არის განაცხადი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ისეთი მწვავე მომენტებიც კია ნახსენები, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება. ამაზე ევროპელი პოლიტიკოსები დიდხანს იკავებდნენ თავს, რომ ამგვარი რეკომენდაცია გაეცათ ევროკომისიაზე და ევროპის საბჭოზე იმიტომ, რომ ეს არის სიკეთე, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – საკმაოდ აღელვებთ, რადგან ესმით, რომ ეს სანქცირების პოლიტიკა გაფართოვდება და გავრცელდება რეჟიმის ყველა ჭანჭიკზე

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის შეფასების ხარისხი უკვე გასცდა ყველანაირ შეფასებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება