თინა ბოკუჩავა – ეს თუ იქნება ფართო ამნისტია, ვფიქრობ, იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტს ამნისტიასთან დაკავშირებით ინიციატივა წარუდგინა, რომელიც დაახლოებით 5 000 პატიმარს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი ინიციატივას მიიღებს, აღნიშნული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
“ვფიქრობ, რომ ზოგადი ამნისტია მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, თუმცა დამატებითი დეტალები უნდა გაირკვეს ამ ინიციატივის ავტორებთან. ეს თუ იქნება ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება ფართო ჯგუფებს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა, ამიტომ განვიხილავთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და მზად ვართ, გავაგრძელოთ დისკუსიები ამ ინიციატივის ავტორებთან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – თუ ეს ერთობა მართლაც არის ეფემერული, არარეალისტური და უტოპიური, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე

თინა ბოკუჩავა – ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი, ევროკავშირი გახსნის თუ არა საქართველოსთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავა – გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება