თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე რობერტა მეცოლას, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მანფრედ ვებერს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვალენსიაში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფება, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ესწრებიან.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და EPP-ის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს შეხვდა.
“პარტიის თავმჯდომარემ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმზე, რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის საფრთხეზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქვეყნის დამოუკიდებლობა 2008 წელს და 50-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რომლებიც უკანონოდ დააკავა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ”.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




