თინა ბოკუჩავა – განიხილება ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს

ავტორი
Front News საქართველო
განიხილება სანქციები. ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისევე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ივანიშვილს და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებს სრული კონსენსუსი სჭირდება.
“ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოსულია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისევე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




