
ავტორი
Front News საქართველო
გაყალბებული არჩევნების არმიღების შემთხვევაში, მხოლოდ საპარლამენტო მანდატების დატოვებით ვერ შემოვიფარგლებით, იგივე გადაწყვეტილება გავრცელდება, ალბათ, საკრებულოებზე – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა.
“მას შემდეგ რაც პრეზიდენტი სააკაშვილის განცხადება გახდა ცნობილი, მიმდინარეობს მსჯელობა პარტიაში. გაყალბებული არჩევნების არმიღების შემთხვევაში მხოლოდ საპარლამენტო მანდატების დატოვებით ვერ შემოვიფარგლებით, იგივე გადაწყვეტილება გავრცელდება ალბათ, საკრებულოებზე. თუმცა ეს ვერ და არ იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს მხოლოდ საპარლამენტიო ფრაქცია, რამდენიმე ასეულ მანდატზეა საუბარი და მოგვიწევს მსჯელობა ამაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა გაჟღერდეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
დეპუტატი უკმაყოფილოა “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადებით და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ის შეთანხმებული იქნებოდა ოპოზიციასთან.
“გუშინდელი გადაწყვეტილება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ის თუ არ მოიცავდა ფრაქციის სრულად გასვლას პარლამენტიდან, ვფიქრობ, არ იქნება ისეთი წონადი, როგორც ეს გადაწყვეტილება იქნებოდა სრული კოორდინაციის შემთხვევაში ოპოზიციასთან.
ტაქტიკურად ბევრად გამართლებული იქნებოდა, თუ მის ამ გადაწყვეტილებას მიყვებოდა ფრაქცია, რაც არ ხდება. ზოგადად, თუ ეს კოორდინირებული იქნებოდა, მათ შორის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან პარლამენტში”, – განაცხადა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს