Logo

თინა ბოკუჩავა – გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ ინფორმაციას ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ

პოლიტიკა
413
Frontnews image description

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო ურთიერთობის მდივანთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც საქართველოს შესახებ საკითხის განხილვაა ჩანიშნული.

“ვიმყოფებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ვხვდებით ევროპულ დელეგაციებს. ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ ინფორმაციას წევრებს ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ – დაკავებული, ნაწამები ადამიანების შესახებ, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები წევრებმა არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას – ახალი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები