თინა ბოკუჩავა – ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე


ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა.
“ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარი ორმაგი სტანდარტი და ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური დაუსჯელობის სინდრომი დღეს შეეხო საზოგადოების ყველა წევრს “რუსული ოცნების” წევრების, მათი ბიუროკრატიის და თავად ამ მოძალადეების გარდა და ამიტომ, დღეს ნიშნის მოგებით საუბრის დრო ნამდვილად არ არის, არის სრული კონსოლიდაციის დრო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

ანდრია გვიდიანი – როცა ის პრემიერი იყო და ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გახარიას არაერთხელ უთქვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

თინა ბოკუჩავა – თუ ვინმე აჟღერებდა ოპოზიციურ აზრს ამ 12 წლის განმავლობაში, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა”

თინა ბოკუჩავა – ამ ხელისუფლების იმედი რომ არ უნდა გვქონდეს, ეს ვიცით და ამიტომ, ამ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარეც