თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის შეფასების ხარისხი უკვე გასცდა ყველანაირ შეფასებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა


ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების შეფასება, როგორიც არის ეუთო, მაგრამ ივანიშვილის ქმედებები უკვე გასცდა ყველანაირ შეფასებას და აუცილებელია, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა, რაც ყველაზე მეტად სტკივა ივანიშვილს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთოს განცხადებაზე.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, როგორიც არის ეუთო, ვენეციის კომისია, მაგრამ ივანიშვილის შეფასების ხარისხი უკვე გასცდა ყველანაირ შეფასებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც ივანიშვილს სტკივა და რაც ჩვენს ქვეყანას მოაბრუნებს იმ უფსკრულიდან, სადაც ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ვისაუბრეთ სანქციებზე და იმაზე, რომ აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლებაზე სანქციების პოლიტიკის გაგრძელება

თინა ბოკუჩავა – ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ ახლა უკვე ცდილობენ, ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო