Logo

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილს სულ ტყუილად აქვს ჩინეთის და რუსეთის იმედი, რადგან ჩინეთს თავისი საზრუნავი აქვს და მით უმეტეს, რუსეთს

პოლიტიკა
18.12.2024 / 18:17
Frontnews image description

ივანიშვილს სულ ტყუილად აქვს ჩინეთის და რუსეთის იმედი, რადგან ჩინეთს თავისი საზრუნავი აქვს და მით უმეტეს, რუსეთს, რომელიც საკუთარი ეკონომიკის შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებს ამ ომის პირობებში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობები აშშ-თან ვერც ტრამპის ადმინისტრაციის დროს ვერ ექნება.

“ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვა, არამედ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ევროპის და აშშ-ის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, იყოს ტარგეტირებული სანქციები. აშშ განიხილავს ასევე ფინანსურ სანქციებს, რომლის დაწესების შემთხვევაშიც, საქართველოს ეკონომიკას უდიდესი საფრთხე ემუქრება. რუსეთიც კი, რომელიც ომის ეკონომიკაზე გადაერთო, სერიოზული ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას. ფინანსური სანქციების პირობებში ეკონომიკური იზოლაციის შედეგები იქნება უმძიმესი, რომელსაც ივანიშვილი ვერანაირად ვერ გაუმკლავდება. ივანიშვილს სულ ტყუილად აქვს ჩინეთის და რუსეთის იმედი, რადგან ჩინეთს თავისი საზრუნავი აქვს და მით უმეტეს, რუსეთს, რომელიც საკუთარი ეკონომიკის შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებს ამ ომის პირობებში.

რაც შეეხება 20 იანვარს და ტრამპის გაპრეზიდენტებას, ეს ურთიერთობები ვერც ტრამპის ადმინისტრაციის ცვლილებით ვერ აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები