თინა ბოკუჩავა – მაშინ, როდესაც ებრძვი რუსულ რეჟიმს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტი

ავტორი
Front News საქართველო
მაშინ, როდესაც ებრძვი რუსულ რეჟიმს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტი და ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო ფრონტის გზაზე ერთეული პარტიები მონაწილეობას არ იღებენ.
“მაშინ, როდესაც ებრძვი რუსულ რეჟიმს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტი და ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გზა, თუმცაღა ერთეული აქტორები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები განსხვავებულად ხედავდნენ და ალბათ, მათი განსხვავებული მოსაზრებები იყო ის წინაღობა, რაც არ გვაძლევდა საშუალებას პლატფორმის შექმნის.
ინიციატივა მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ის ხორცს შეისხამს და იქნება ქმედითი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




