Logo

თინა ბოკუჩავა – მივესალმები პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას, რომ ივანიშვილს ამ ვაჭრობაში არ შეჰყვება

პოლიტიკა
1224
Frontnews image description

მივესალმები პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ივანიშვილს ამ ვაჭრობაში ქვეყნის ბედით და ადამიანების ბედით, არ შეჰყვება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

“მე პირადად გავაჟღერე კანონის მესამე მუხლში ჩაკეტვა ამ კანონის იმ თვალსაზრისით, რომ ის არ შეეხება საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, ეს ასევე შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან და აღნიშნულის ჩაწერაც შესაძლებელია კანონში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება არ გააკეთებს.

 

მივესალმები პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ივანიშვილს ამ ვაჭრობაში ქვეყნის ბედით და ადამიანების ბედით, არ შეჰყვება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები