თინა ბოკუჩავა – “ომონად” ქცეულ სპეცრაზმელებს მოუწევთ, პასუხი აგონ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშეც

ავტორი
Front News საქართველო
“ომონად” ქცეულ სპეცრაზმელებს მოუწევთ, პასუხი აგონ არა მხოლოდ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშეც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსაც მიმართონ.
“არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსაც მიმართონ და ბუნებრივია, ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც “Amnesty International”-ია, რომელიც ასევე აღნიშნულ ფაქტებზე საუბრობს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეს სიმართლე დამტკიცდეს უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნალში, რა შემთხვევაშიც ამ რუსულ “ომონად” ქცეულ სპეცრაზმელებს თუ სხვა სამართალდამცველებს, რომლებიც სამართალდამრღვევებად იქცნენ ივანიშვილის ხელში, მოუწევთ, პასუხი აგონ არა მხოლოდ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშეც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავა.
“Amnesty International” თბილისში მიმდინარე პროცესზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი აქციებზე, დარბევებს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზეა.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




