თინა ბოკუჩავა – პოლიტიკური ძალა, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს, ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია


ავტორი
Front News საქართველო
12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს, ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია. ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ ზუგდიდში თავდასხმაში მონაწილე პირების სავარაუდო ვინაობაც დაასახელა.
“მინდა, გამოვეხმაურო გუშინ ზუგდიდში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყო “ქართული ოცნების” დელეგატის დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ. “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრს ანი წითლიძეს და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. თავდასხმაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” თანამშრომელი თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც გამოირჩეოდა აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ და მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში. მითითებებს იძლეოდნენ “ქართული ოცნების” წევრი გია სალია, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდნენ მოქალაქეებს და არიგებდნენ საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს, ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია. ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიისას, 50-მდე პირი მას და მის გუნდს თავს დაესხნენ და ფიზიკური ძალადობის მცდელობაც ჰქონდათ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება

გიორგი გობრონიძე – პოლიტიკური მიზანი, რომელიც გააჩნდა რუსეთს, უკვე დარღვეულია და ვერასდროს ვეღარ შესრულდება

თინა ბოკუჩავა – ყველა პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის