Logo

თინა ბოკუჩავა – როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს

პოლიტიკა
10.03.2025 / 16:34
Frontnews image description

როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანი იქნება.

“როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება.

იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები