
ავტორი
Front News საქართველო
შიმშილობის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ამაზე არ შეიძლება აღფრთოვანებით ისაუბრო – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო, მათ შორის ნიკა მელიამ.
“შიმშილობის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ამაზე არ შეიძლება აღფრთოვანებით ისაუბრო, მაგრამ ეს მეტყველებს სწორედ რეჟიმის სიმძიმეზე. როდესაც რეჟიმი არის პოლიტიკურად დაყრუებული, ადამიანებს უწევთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და თავგანწირვაზე წასვლა. საუბარია ასეულობით ადამიანზე, რომ ხმა მიაწვდინონ რეჟიმს… რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად მიიღო, მათ შორის ნიკა მელიამ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ნაციონაური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობის კარვებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს