თინა ბოკუჩავა – რუსული კანონის მიღების შემდეგ შანსი, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, არის ნულის ტოლფასი


ავტორი
Front News საქართველო
რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოს შანსი, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ხელისუფლება უფრო მეტ დახმარებებს იღებს აშშ-ისგან, ვიდრე არასამთავრობო სექტორი.
“რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოს შანსი, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი.
ვხედავთ, რომ ევროკავშირის და აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი – ათჯერ უფრო მეტი, სწორედ სახელმწიფო უწყებებს ხმარდება, მათ შორის სამინისტროებს და სხვა უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის რომ ემსახურონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, დაიცვან შშმ პირების, მსხვერპლი ქალების ინტერესები და ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება

თინა ბოკუჩავა – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, რომ დადგეს საქართველოს კონსტიტუციის მხარეს

თინა ბოკუჩავა – ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი, საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის