თინა ბოკუჩავა – სანქციებს ვერ გაუძლებს ივანიშვილი და მასთან შეზრდილი კრიმინალურ დაჯგუფებად ქცეული ე.წ. ბიზნესი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ამერიკელები აღიქვამდნენ პარტნიორ ქვეყნად და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აძლევდნენ შანსს, მაგრამ ახლა ისინი ხედავენ, რომ ყველა შესაძლო შანსი ამოიწურა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო.
“ამ პროტესტმა უკვე დიდი შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვხედავთ მთლიანად დელეგიტიმიზირებულ ე.წ. ხელისუფლებას. რომ არა ხალხის პროტესტი, ასეთ მწვავე შეფასებებს და შემდეგ უარს, რომ საერთაშორისო აღიარება მიანიჭონ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ბუნებრივია, ასეთი ერთგვაროვანი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არ იქნებოდა.
საქართველოს ამერიკელები აღიქვამდნენ პარტნიორ ქვეყნად და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აძლევდნენ შანსს, მაგრამ ახლა ისინი ხედავენ, რომ ყველა შესაძლო შანსი ამოიწურა, ხედავენ, რომ ურთიერთობის ყველა შესაძლო აღდგენის და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია.
სანქციებს ვერ გაუძლებს ივანიშვილი და მასთან შეზრდილი კრიმინალურ დაჯგუფებად ქცეული ე.წ. ბიზნესი, რომელსაც ახლა ბოლო შანსი აქვს, რომ დარჩეს ბიზნესად და არა კრიმინალად და ეს აუცილებლად მოიტანს იმ ცვლილებებს, რისთვისაც ვდგავართ და ვიდგებით რუსთაველზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს