თინა ბოკუჩავა – საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება


ავტორი
Front News საქართველო
რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ, ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.
“ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ, ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სწორედ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა. “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა

თინა ბოკუჩავა – საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება კი არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს და ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა

თინა ხიდაშელი – ეს არის ისტორიული სამიტი, ასეთი შემდეგი 50 წელი აღარ იქნება, სირცხვილია, რომ საქართველო არ იყოს წარმოდგენილი