თინა ბოკუჩავა – საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე. ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი.
“ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა – ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია.
პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას, რომელსაც ” ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერა ბრიუსელში. მან ხაზი გაუსვა ერთობის აუცილებლობას ივანიშვილის ანტიევროპული, ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად.
მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს ერთობა შედგეს ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე. საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველოს აღარ აქვს შანსი შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი, ხოლო ამ კურსის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ამ ისტორიულ არჩევნებზე

“ახლა ჩემს პირად საქმეზე, უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი”

თინა ბოკუჩავა – ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან, ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია