თინა ბოკუჩავა – თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული ტრაექტორიისთვის


ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიდგეთ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე ათწლეულებია იბრძვიან თავიანთი ევროპული მომავლისათვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო იარაღების პოლიტიკის შენარჩუნება საქართველოს მიმართ.
“აუცილებელია მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიდგეთ ქართველ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე ათწლეულებია იბრძვიან თავიანთი ევროპული მომავლისათვის. სწორედ მათმა სურვილმა და მედეგობამ, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისათვის, ჩვენ მოგვცა კანდიდატის სტატუსი და ვერ დავტოვებთ საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული ტრაექტორიისთვის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩევნები, რომელიც მოჰპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა მას საქართველოს პრეზიდენტმა რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხახის ნების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო იარაღების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების მიმართ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავასთან ერთად სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია მართავს.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა