თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ რუსული კანონი გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალიზდეს.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ რუსული კანონი გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა – ის, რომ ეს დღეს გიორგი გახარიას შეეხო, არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არ ატარებდა ივანიშვილის რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე

თენგიზ ცერცვაძე – მათ აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში COVID-ის მართვაში რაიმე კარგი ხდება და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა