
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საკითხზე პარლამენტი ერთი ხმით უნდა საუბრობდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებს უკრაინის მხარდამჭერი რეზულუციის ტექსტის შეცვლისაკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, ის მიესალმება პარტია საქართველოსათვის გადაწყვეტილებას საკუთარი რეზოლუციის უკან გათხოვის შესახებ და აღნიშნავს, რომ სხვადასვა რეზოლუციების გატანა საქართველოსთვის ზიანის მომტანი და სამარცხვინო იქნება.
“ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველოსთვის იქნება ერთი მხრივ, საზიანო და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე სამარცხვინო, თუ პოლიტიკური ჯგუფები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციებს დააფიქსირებენ. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთი ხმით საუბრობდეს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და უსაფრთხოებას, ისევე როგორც უკრაინის ღირსებასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს