Logo

თინა ბოკუჩავა – უნდა შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნებში, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში

პოლიტიკა
843
Frontnews image description

უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მან “ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს აგრესიული უწოდა.

 

“კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს. ამიტომ, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები