Logo

თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართეს

პოლიტიკა
2 დღის წინ / 10:15
Frontnews image description

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ვალენსიაში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და უპირობო გათავისუფლების აუცილებლობაზე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის თაობაზე, ისევე როგორც უახლოეს მომავალში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები