Logo

თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია დანიშნა

პოლიტიკა
606
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა.

 

თინა ბოკუჩავას მოადგილე ასევე იქნება ის ადამიანი, რომელსაც ქალთა ორგანიზაცია თავმჯდომარედ აირჩევს.

 

“ჩემი ინიციატივით ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც, მინიმუმ 30% პარტიული სიების, იქნება დაკომპლექტებული სწორედ ქალებით”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

პარტიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მოადგილეები დანიშნა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები