Logo

თინა ხიდაშელი – აფრიკული დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყნის ლიდერიც კი არ იყო ჩასული, მაგრამ იქ იყო ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
667
Frontnews image description

არც ერთი ევროპელი ლიდერი არ იყო, არა თუ ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ აფრიკული დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყნის ლიდერიც კი არ იყო ჩასული, მაგრამ იქ იყო ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ირანში ჩასვლა პარტნიორებისთვის საწინააღმდეგო ქმედებაა.

 

“იქ არც ერთი ევროპელი ლიდერი არ იყო, არა თუ ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ აფრიკული დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყნის ლიდერიც კი არ იყო ჩასული, მაგრამ იქ იყო ირაკლი კობახიძე.

 

ეს არის პირდაპირი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის და მათ დასანახად, მათთვის სათქმელად აკეთებს კობახიძე ამას. ჯიბრში, რომ ჩაუდგება პატარა ბავშვი და მერე უფრო მეტი შეცდომების დაშვებას, რომ იწყებს – ამ მდგომარეობაშია დღეს ირაკლი კობახიძე”, –  განაცხადა თინა ხიდაშელმა.  

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში, ქვეყნის პრეზიდენტისა და მასთან ერთად ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა დაკრძალვაზე ჩავიდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები