Logo

თინა ხიდაშელი – აპრილამდე ეკრძალებათ იყვნენ რაიმე თანამდებობაზე, იყვნენ რაიმე ისეთი ტიპის მისიებში

პოლიტიკა
940
Frontnews image description

მათ შეუძლიათ, რომ ისხდნენ დარბაზში, მორჩა! მათ აპრილამდე ეკრძალებათ იყვნენ რაიმე თანამდებობაზე, იყვნენ რაიმე ისეთი ტიპის მისიებში, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ერჩივნა, რომ მათი უფლებამოსილების შეჩერება ახლავე მომხდარიყო.

“მათი უფლებამოსილების შეჩერება, რომ არ ხდება ეს არის სიმართლე, ოღონდ სად არ ხდება მათი უფლებამოსილების შეჩერება? მათ შეუძლიათ, რომ ისხდნენ დარბაზში, მორჩა! მათ აპრილამდე ეკრძალებათ იყვნენ რაიმე თანამდებობაზე, იყვნენ რაიმე ისეთი ტიპის მისიებში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ახორციელებს, იყვნენ მომხსენებლები რაიმე თემაზე. ერთადერთი, რისი უფლებაც მათ დარჩათ არის ის, რომ ფიზიკურად ისხდნენ სხდომათა დარბაზში.

“ქართულ ოცნებას” ერჩივნა, რომ მათი უფლებამოსილების შეჩერება ახლავე მომხდარიყო და ის დოკუმენტი არ მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ,  რომელიც დევს ახლა, როგორც ვარიანტი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები