თინა ხიდაშელი – არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული

ავტორი
Front News საქართველო
ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი წერს.
მისივე თქმით, სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა.
“რამსები რომ არ აგვერიოს: 1. სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა. 2. იმედი აქვთ სუსის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად გაყიდიან. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა, იქ ცვლილება განვახორციელეთო. 3. ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე” , – წერს თინა ხიდაშელი.
სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს. მის პოზიციას ანრი ოხანაშვილი დაიკავებს, რომელსაც კენჭს 11 აპრილს უყრიან. გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას 6 წელი იკავებდა, მას ვადა ოქტომბერში ეწურებოდა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




