თინა ხიდაშელი – ჩვენ დავესწრებით კომიტეტების სხდომას, გვაქვს შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე იურიდიულ კომიტეტში

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დავესწრებით კომიტეტების სხდომას. გვაქვს შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე იურიდიულ კომიტეტში, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა იქნება ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნების დელეგაციებთანაც.
“მეც ვიყავი წლების წინ საპარლამენტო ასამბლეის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყოველთვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღირებულ ინფორმაციად.
ჩვენ დავესწრებით კომიტეტების სხდომას. გვაქვს შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ კომიტეტში, ასევე იურიდიულ კომიტეტში. ასევე, შევხვდებით პოლიტიკურ ჯგუფებს, შეხვედრა გვექნება ფრაქციებთან და ასევე, ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნების დელეგაციებთან, რომლებსაც დამკვირვებლის სტატუსი აქვთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს შესახებ ბრიუსელსა და სტრასბურგში იმსჯელებენ.
საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო შეზღუდვებს. სტრასბურგში კი დებატებია ჩანიშნული, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან.
თაგები:
თინა ხიდაშელი




