თინა ხიდაშელი – დრომ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს, თუ პარალელურად მუშაობ იმისთვის, რომ წარმატება გქონდეს

ავტორი
Front News საქართველო
დრომ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს, თუ პარალელურად მუშაობ იმისთვის, რომ წარმატება გქონდეს, მაგრამ კონფლიქტის და ნაპრალის გაღვივებაზეა ორიენტირებული “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკასთან საუბრები სხვადასხვა ქვეყნებმა დაიწყეს, თუმცა არსად საქართველო არ ფიგურირებს.
“ძალიან რთულია პრეზიდენტ ტრამპის პირობებში გადაწყვეტილად რამეზე საუბარი, იმდენად მოულოდნელობებით არის სავსე ეს სივრცე, იმდენად წინააღმდეგობებით არის სავსე ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, რომ სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მაგიდაზე და საჯაროდ ცნობილი. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ იმ ფაქტებით, რომელიც გვაქვს და სადაც შეგვიძლია, საქართველო დავინახოთ, როგორც მსგავსი თუ გვერდზე მყოფი ქვეყანა.
სომხეთთან და აზერბაიჯანთან უკვე იყო კომუნიკაცია, მათ ლიდერებთან იყო პირველი საუბრები, შესაბამისად, გასაგებია, რომ იქ დაწყებულია რაღაც პროცესი.
საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ორი სენატორის ჩათვლით, არავის უხსენებია საქართველო. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ჩვენ გვაქვს.
დრომ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს, თუ პარალელურად მუშაობ იმისთვის, რომ წარმატება გქონდეს, მაგრამ ეს არ ხდება არც ამერიკასთან და არც შიგნით, საქართველოში. კონფლიქტის და ნაპრალის გაღვივებაზეა ორიენტირებული “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი




