Logo

თინა ხიდაშელი – ეს არის ისტორიული სამიტი, ასეთი შემდეგი 50 წელი აღარ იქნება, სირცხვილია, რომ საქართველო არ იყოს წარმოდგენილი

პოლიტიკა
27.06.2024 / 14:15
Frontnews image description

ეს არის ისტორიული სამიტი, ასეთი შემდეგი 50 წელი აღარ იქნება. უბრალოდ, სირცხვილია, რომ საქართველო არ იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მან რამდენჯერმე მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის ნატოს სამიტზე გამგზავრებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.

 

“ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ინფორმაცია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ასევე პრემიერის სამსახურიდან საქართველოს დელეგაციის ნატოს სამიტში მონაწილეობის შესახებ და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

 

ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს – ერთი, რომ საერთოდ შეიძლება არ აპირებდნენ დასწრებას, როგორც მაგალითად, შარშან გააკეთეს და მოგეხსენებათ, რომ საქართველო ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრით იყო წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ყოველთვის პრეზიდენტი ან პრემიერი იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, ან ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჯერ არ გადაუწყვიტავთ როგორ მოიქცევიან.

 

ეს არის ისტორიული სამიტი, ასეთი შემდეგი 50 წელი აღარ იქნება. უბრალოდ, სირცხვილია, რომ საქართველო არ იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ 9-11 ივლისს საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვია, თუმცა ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა საქართველო ამ მოწვევას.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები