თინა ხიდაშელი – ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”, რომ არსად აღარ იწვევენ, არსად ხელს არ ართმევენ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უარეს სიზმარშიც კი ვერ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ რაიმე თანხმობა დგება და ამ თანხმობის ნაწილი არ არის საქართველო და ეს ეხება უკრაინას, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შექმნა რეალობა, რომ მათ არსად აღარ იწვევენ.
“თავისთავად შეუძლებელია, რომ კმაყოფილების განცდა გქონდეს, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოს პირველი პირები ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არ იქნებიან, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ”, რომ არსად აღარ იწვევენ, არსად ხელს არ ართმევენ და დისკუსიებში მათი თანამონაწილეობა, კონტრიბუცია აღარ არის არავისთვის საინტერესო.
ჩვენ უარეს სიზმარშიც კი ვერ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ რაიმე თანხმობა დგება და ამ თანხმობის ნაწილი არ არის საქართველო და ეს ეხება უკრაინას. 20 იანვრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაღალი დონის წარმომადგენლები იქნებიან ევროპაში და ეს კომუნიკაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციას დაესწრება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან წარმოდგენილი.
თაგები:
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი – ეს არის ისტორიული სამიტი, ასეთი შემდეგი 50 წელი აღარ იქნება, სირცხვილია, რომ საქართველო არ იყოს წარმოდგენილი

გიული ალასანია – ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ არ იყოს ეს სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს

ირაკლი ღარიბაშვილი – ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც მოიტანა “ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად